თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, რომელზეც მმართველი ფრაქციის რამდენიმე წევრის ბიზნეს-ინტერესებზე ისაუბრა.
„მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ორი დეპუტატის თამარ ტალიაშვილის და შალვა ოგბაიძის ბიზნეს ინტერესებზე, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული. თამარ ტალიაშვილს და მის ოჯახს უძრავი ქონება აქვს მოსკოვში, ასევე რუსულ „ალფა ბანკში“ და „როსბანკში“ მიმდინარე ანგარიშებზე 100 ათასებს ფლობენ. თამარ ტალიაშვილის გარდა, რუსულ ბიზნესთან შესაძლოა კავშირი ჰქონდეს შალვა ოგბაიძეს, რომელსაც საკუთარ დეიდაშვილთან ერთად სახელმწიფოსთვის ჩამოჰყავს „ნივას“ მარკის ავტომობილები. ჯამში სახელმწიფომ 2 მილიონ 900 ათასი ლარის რუსული მანქანა შეიძინა შალვა ოგბაიძის დეიდაშვილისგან,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ თბილისელებმა იცოდნენ მათ მიერ არჩეული დეპუტატების საქმიანობის თუ ინტერესების შესახებ რუსეთში.